
ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება
სს „თელასის“ მისია, განზრახვა და მიზნები სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართ
(ISO 45001 - ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების (OH&S) მართვის სისტემის შესაბამისად)
სს „თელასი “ახორციელებს თავის საქმიანობას თბილისის მომხმარებლების საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფით და ამავდროულად ქმნის უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის და ვიზიტორებისთვის.
სს „თელასი“ დარწმუნებულია, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს კომპანიის მდგრადი განვითარების განუყოფელ ნაწილს და ეფექტიანი საწარმოო საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს.
სს „თელასი“ საქმიანობაში ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი მიზნებით და პრინციპებით:
• თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრიორიტეტი საწარმოო შედეგებთან მიმართებაში;
• შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მკაცრი დაცვა;
• საწარმოო ტრავმატიზმის, პროფესიული რისკებისა და ინციდენტების პრევენცია;
• საფრთხეების მუდმივი იდენტიფიცირება და სამუშაო გარემოში არსებული რისკების შემცირება;
• უსაფრთხოების კულტურის განვითარება და თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობის გაძლიერება;
• თანამშრომლებისა და მათი წარმომადგენლების ჩართულობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
• შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება.
სს „თელასის“ ხელმძღვანელობა იღებს პასუხისმგებლობას უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე და იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანი მართვის სისტემის ფუნქციონირება კომპანიის საქმიანობის ყველა დონეზე.
სს „თელასის “თითოეული თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების მოთხოვნები და საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში.