• Ge
  • En
  • Ru

სს „თელასის“ 2025 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

14 ივლ 2025
სს „თელასის“ 2025 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2025 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები ამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2025 წლის

6 თვე

2024 წლის

6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

7 302

7 000

+4,3%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ

1,836

1,815

+1,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

797,9

763,6

+4,5%

2025 წლ პირველ ნახევარში კომპანიათელასმა1,836 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 1,2% (21 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2024 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2025 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,5%-ით (34,3 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 797,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 714,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 83,4 ათასიიურიდიური პირი.

2025 წლექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 302 კმ შეადგინა, რაც 4,3%-ით (302 კმ-ით) აღემატება 2024 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს. კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

სიახლეები