სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომ – სს „თელასი“, „საზოგადოება“) გაცნობებთ 2025 წლის 01 სექტემბერს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების სახით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:
1. მოგების დივიდენდების სახით განაწილების შესახებ.
იმ პირთა სიის შედგენის სააღრიცხვო დღე, რომელთაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში - 06 აგვისტო 2025 წელი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 192-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ აქციონერებს, რომლებსაც ჰქონდათ საზოგადოების აქციების საკუთრების უფლება აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღეს.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილი – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დრო – 11 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 11 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 189-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში А წარმოდგენილია ინფორმაცია აქციონერებისთვის.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 193-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლის დანიშვნა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ხორციელდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. შეტყობინება წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა გაიგზავნოს სს „თელასში“ მისამართზე - ქ. თბილისი, ვანის ქ. №3 ან საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მდივნის ელექტრონულ მისამართზე – anagogava@telasi.ge.
სს „თელასის“ რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ ინფორმაციას (მასალებს) გაეცნონ 2025 წლის 07 აგვისტოდან 2025 წლის 01 სექტემბრამდე 10 სთ 00 წთ-დან 17 სთ 00 წთ-მდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

