კომპანია “თელასში“ შრომის უსაფრთხოების მართვის ინოვაციური სისტემა „SafePRO“ დაინერგა.
„SafePRO“ არის ელექტრონული უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე. მისი მრავალფეროვანი ფუნქციონალის საშუალებით შესაძლებელია სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, რაც განაპირობებს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის გამჭვირვალობასა და ეფექტურ მართვას.
„SafePRO“ ამარტივებს შრომის უსაფრთხოებათან დაკავშირებულ ყოველდღიურ საქმიანობასა და ერთ სივრცეში თავმოყრილი დოკუმენტაციის, ინფორმაციის და შესაბამისი ინსტრუმენტების მეშვეობით უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
„SafePRO“ სისტემის კომპანია „თელასში“დანერგვა ხელს შეუწყობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ახალ დონეზე გადასვლას და ამ მიმართულების მუდმივ განვითარებას.
„შრომის უსაფრთხოების დაცვა ენერგეტიკის სექტორში ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი კომპანიის მიზანსა და ვალდებულებას წარმოადგენს ისეთი ინოვაციური პროექტების დანერგვა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფენ“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.