კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2024 წლის 6 თვე |
2023 წლის 6 თვე |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
6 995 |
6 764 |
+3,4% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ |
1,815 |
1,706 |
+6,4% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას |
760,5 |
738,5 |
+3% |
2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,815 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,4% (110 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3%-ით (22 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 760,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 681,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 79,2 ათასი – იურიდიური პირი.
2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 995 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (231 კმ-ით) აღემატება 2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 764 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.