კომპანია „თელასმა“ 2023 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2023წლის |
2022წლის |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
6854 |
6661 |
+2,9% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ |
3,464 |
3,266 |
+6,1% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას |
750,9 |
725,4 |
+3,5% |
დედაქალაქის ელექტროქსელის საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით 2023 წელს კომპანიამ წარმატებით განახორციელა სხვადასხვა პროექტი.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2023 წელს შესრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვესადგურზე „სანაპირო“, რომელიც საბურთალოს რაიონის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტს-5060 (ვაზისუბნის დასახლება) და ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტს-5036 (პირველი კლინიკური საავადმყოფო). ასევე დასრულდა საჰაერო გადამცემი ხაზი „ხევძმარა-1“-ის სრული რეკონსტრუქცია და ქვესადგურები „მთაწმინდა“-ს, „მახათა“-ს, „ნავთლუღი-2“-ს და „ლილო-3“-ს ნაწილობრივი რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების მიზანია თბილისის ენერგომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.
2023 წელს კომპანია „თელასმა“ 3,464 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,1% (198 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (25,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 750,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 673,2 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 77,7 ათასი – იურიდიური პირი.
2023 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 854 კმ შეადგინა, რაც 2,9%-ით (193 კმ-ით) აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს (6 661 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.