დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის „საბურთალო-1“ მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს.
„თელასის“ საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 21:00 საათზე აღდგება.
28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო „თელასის“ მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასის“ საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექრტომომარაგების აღდგენა. თუმცა დრეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

