კომპანია "თელასის" ვერა-ვაკის მომსახურების ცენტრმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და მომხმარებლებს მიიღებს ახალ მისამართზე: ლევან მიქელაძის ქ., 13.
მომხმარებლებს "თელასი"-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილზე, ასევე "თელასი"-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და კომპანიის Facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (სს "თელასი" - ოფიციალური გვერდი) საშუალებით, გამოაგზავნონ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99).