
გამოქვეყნდა: 2026-11-27
ვადა: 2026-12-11
სს „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის წამყვანი ექსპერტის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით;
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება და ტექნიკური პროცესების ცოდნა;
საინფორმაციო ტექნოლოგების ინფრასტრუქტურის, სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის, ანალიტიკური მასალებისა და ანგარიშგების მომზადების უნარები;
ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპებისა და კონტროლის მექანიზმების ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების, დეტალებზე ორიენტირების, გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია (არასავალდებულო):
ძირითადი მოვალეობები:
ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, არსებული და დამტკიცებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული/დაგეგმილი ტექნიკური კონტროლების/ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი, შედეგების შეფასება და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა და შეფასება სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვის, დანერგვის, ცვლილებისა და განახლების პროცესში;
ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით ტექნიკური ხასიათის რისკების, ხარვეზების და შეუსაბამობების იდენტიფიცირება, შეფასება და მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების მომზადება არსებულ სისტემებსა და ინფრასტრუქტურაში;
ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ტექნიკური კონტროლების დანერგვისა და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის მხარდაჭერა ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესწავლის, შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების პროცესში;
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის დავალებით ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ტექნიკური ხასიათის შიდა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის დავალებით, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ტექნიკურ საკითხებზე ანალიტიკური მასალების, ანგარიშებისა და შეფასებების მომზადება;
ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი საფრთხეების, ტექნოლოგიებისა და ტექნიკური კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;
ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ტექნიკური ანალიზი, მიზეზების გამოკვლევა და კორექტირებადი ღონისძიებების რეკომენდაციების მომზადება; ინციდენტების მართვის პროცესში ტექნიკური მტკიცებულებების შეგროვება;
IT მომსახურების მომწოდებლებისა და სხვა მესამე მხარეების ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი შესრულების შეფასება;
სარეზერვო ასლების აღდგენის ტესტირებისა და კატასტროფის შემდგომი აღდგენის (DR) ტექნიკური შემოწმებების შედეგების შეფასება; აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 11/12/2026 ჩათვლით.