• Ge
  • En
  • Ru

მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 2026-11-25

ვადა: 2026-12-09

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სპეციალური პროფესიული განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
  • რუსული ენის ცოდნა: საშუალო დონე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება (წერილობითი შეტყობინების მომზადება და აბონენტებისათვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნა).
  • ლაბორატორიული ანალიზების, შემოწმების, გაზომვისა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება.
  • ექსპერომენტების ჩატარებისას ამზადებს აღჭურვილობას (აპარატურას, დანადგარებს), ახორციელებს მათ შემოწმებასა და რეგულირებას ტექნიკური დოკუმენტაციისა და შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით.
  • მონაწილეობს ექსპერიმენტების ჩატარებაში, ახორციელებს აუცილებელ და დამხმარე ოპერაციებს, ახორციელებს დაკვირვებას, იღებს დანადგარების ჩვენებას და აწარმოებს სამუშაო ჟურნალებს.
  • მრიცხველის დაკალიბრება(ელ. მრიცხველის სიზუსტის კლასში მოქცევა).
  • ქსელში გამოუსადეგარი მრიცხველების ჩამოწერისთვის შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
  • აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის დებულების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 09/12/2026

შეავსე ფორმა

ატვირთე შენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 ფაილი)