• Ge
  • En
  • Ru

ავტომანქანების რემონტის მე-3 თანრიგის ზეინკალი

გამოქვეყნდა: 2026-10-12

ვადა: 2026-10-23

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის ტექნიკური განყოფილების ავტომანქანების რემონტის მე-3 თანრიგის ზეინკალის თანამდებობაზე

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლების დამადასტურებელი საბუთი;

  • მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება 1-3 წელი;

  • სავალდებულოა A,B, კატეგორიები;

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • ავტომობილის დეტალებისა და კვანძების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება; საშუალო სირთულის აგრეგატების, კვანძებისა და ხელსაწყოების დაშლა, შეკეთება, აწყობა, რეგულირება და გამოცდა.

  • ავტომობილების აგრეგატებისა და ელექტრომოწყობილობების დაშლა.

  • ავტომობილებისა და ავტობუსების კვანძების, მექანიზმებისა და ხელსაწყოების მუშაობაში არსებული გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა.

  • რთული აგრეგატებისა და კვანძების შეკეთება და მონტაჟი;

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების სისუფთავისა და ტექნიკურად გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა.

  • შრომის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დაცვა.

  • დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხამდე მიყვანა და მისი შეკეთების უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს, „რეზიუმეს აგზავნა“. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23/10/2026 ჩათვლით.

შეავსე ფორმა

ატვირთე შენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 ფაილი)