
გამოქვეყნდა: 2026-09-09
ვადა: 2026-09-19
სს „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, მომხმარებელთა მომსახურების და ახალი მიერთების პროცესების კოორდინაციის განყოფილების სემეკთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
კომპანიის ინტერესების დაცვა სემეკში, სასამართლოსა და სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
ნორმატიული აქტების ცოდნა, მათ შორის: სემეკის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის დადგენილებების, ორგანიზაციულ-განკარგულებითი დოკუმენტების, რომლებიც არეგულირებენ სამსახურის საქმიანობის სფეროს;
საზოგადოების ბრძანებების შესრულება სემეკთან ურთიერთობასა და ახალი მიერთების პროცესებთან დაკავშირებით;
შრომის შინაგანაწესის, შრომის უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point);
უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა;
თანამდებობრივი მოვალეობები:
საზოგადოების შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა;
მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და შიდა ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების წარდგენა;
კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხებთან დაკავშირებით;
გენერალურ მენარდესთან ურთიერთობა სემეკის მიერ დადგენილი მიერთების ვადების დაცვის საკითხებში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.