• Ge
  • En
  • Ru

ტექნიკური პრეტენზიების ინჟინერ-ექსპერტი

გამოქვეყნდა: 2026-09-03

ვადა: 2026-09-17

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ენერგოგასაღების სამსახურის დარიცხვების და მატერიალური პრეტენზიების განყოფილების ტექნიკური პრეტენზიების ინჟინერ-ექსპერტის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური ან ენერგეტიკული განათლება;
  • პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-3 წლიანი გამოცდილება;
  • ბილინგის მონაცემტა ბაზის ცოდნა;
  • რუსული ენის ფლობის დონე-კარგად;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა:

- ოპერაციული სისტემა Microsoft Windows

- MS Office (Word, Excel)

- MS Outlook;

-TelDoc

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • მატერიალურ პრეტენზიებთან დაკავშირებული, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ნებისმიერი კერძო და საჯარო დაწესებულებიდან, შემოსული მატერიალური პრეტენზიების შესწავლა, განხილვა და წერილობითი პასუხების მომზადება;
  • მატერიალურ პრეტენზიაში აღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების მოკვლევა;
  • პრეტენზიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ადგილზე მოკვლევა, შესაბამისი აქტის შედგენა;
  • ელექტრული ქსელის გაუმართაობის ფაქტის არსებობის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ წერილობითი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა;
  • კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიიის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის/ინფორმაციის მომზადება;
  • საზოგადოების მომხმარებელთა მომსახურება განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
  • ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება განყოფილების შესახებ დებულების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17/09/2026.

შეავსე ფორმა

ატვირთე შენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 ფაილი)