სააქციო საზოგადოება „თელასი“აცხადებს ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების 0.4-6/10/35 საკაბელო ტრასების შემოვლის მე-3 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები:
- სპეციალური ტექნიკური განათლება;
- სასურველია ქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- 0,4-6-10-35კვ საკაბელო ტრასებისა და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზებზე დეფექტების გამოვლენა და მათი მდგომარეობის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელისათვის დაუყონებლივი შეტყობინება საკაბელო ტრასების მექანიკური დაზიანების შემთხვევაში და სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება აქტის შედგენის მიზნით;
- გამოვლენილი დეფექტების შესაბამის ჟურნალში შეტანა;
- გარე ორგანიზაციების ან სს „თელასის“ ქვედანაყოფების მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულების შემოვლა-დათვალიერების განხორციელება;
- 0,4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების შემოვლა და დათვალიერების განხორციელება წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
- 0,4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების არაგეგმიური შემოვლა და დათვალიერების განხორციელება სტიქიური უბედურების შემთხვევაში;
- საკაბელო ტრასების ადგილმდებარეობის მითითება სს „თელასის“ კონტრაქტორებისათვის ან სხვა ორგანიზაციებისათვის გათხრითი სამუშაოების შესრულების დაწყებამდე;
- ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ელეტროდანადგარების მოწყობის წესების დაცვის მოთხოვნა სს „თელასის“კონტრაქტორებისა და სხვა ორგანიზაცებისაგან;
- ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ელეტროდანადგარების მოწყობის წესების დაუცველობის დროს ან შასაბამისი ნებართვის უქონლობის დროს სამუშაოთა შეჩერება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე / CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 05/07/2026.