სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინერის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური (პროფესიული) განათლება;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
- რუსული ენის საშუალოდ ცოდნა;
თანამდებობრივი მოვალეობები:
- გაზომვის ახალი წერტილების ასახვა ეაის პროგრამაში, გაზომვის წერტილების შესახებ მონაცემების კორექტირება: აღრიცხვის მოწყობილობების, დენის ტრანსფორმატორების და ძაბვის ტრანსფორმატორების ტრანსფორმირების კოეფიციენტების, მიერთებების დასახელებების საქარხნო ნომრები და ტიპები, სააღრიცხვო და საბალანსო ჯგუფების კუთვნილება და სხვა.
- მრავალფუქნციური მრიცხველების და საკომუნიკაციო მოწყობილობების შემოწმების სამუშაოები როგორც ლაბორატორიის სტენდზე, ასევე დამონტაჟების ადგილას და გაუმართაობის მიზეზების აღმოფხვრა.
- აღრიცხვის მოწყობილობებში არსებული გაუმართაობის და შეფერხების მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა.
- აღრიცხვის მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების კონფიგურირება მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე / CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28/06/2026.