სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის მრიცხველების ლაბორატორიის მეკუჭნავის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო პროფესიული განათლება;
- მსგავს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, SAP;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის საწყობის საქმიანობისთვის აუცილებელი მასალების დროული უზრუნველყოფა, შენახვა, გაცემა, აღრიცხვა და კონტროლი;
- მასალების გაცემა მოთხოვნის ზედნადების შესაბამისად, ზედნადების გამოწერა და ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის საწყობის შტამპით დამოწმება და აღრიცხული მასალების ინვენტარიზაცია;
- სხვადასხვა მატერიალური ფასეულობების საწყობში მიღების, შენახვის და საწყობიდან გაცემის ორგანიზება;
- მისაღები ფასეულობების თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმება;
- განაცხადების (სამუშაო განწესების) მიხედვით მატერიალური ფასეულობების პარტიის კომპლექტაცია;
- დასასაწყობებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვის უზრუნველყოფა და შენახვის რეჟიმების დაცვა;
- შემოსავლის და გასავლის დოკუმენტების გაფორმების და ჩაბარების წესების დაცვის ორგანიზება, დადგენილი ანგარიშგების შედგენა;
- კომპეტენციის ფარგლებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა;
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა სასაწყობო ჟურნალებში, ბილინგის პროგრამებში და SAP-ში;
- კონტრაქტორებისთის კონტრაქტით გათვალისწინებული მრიცხველების ტიპების და რაოდენობების გაცემა, შემოსავლის და გასავლის დოკუმენტების გაფორმების და ჩაბარების წესების დაცვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15/05/2026.