
გამოქვეყნდა: 2026-04-23
ვადა: 2026-05-08
სააქციო საზოგადოება „თელასი“აცხადებს ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის, დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების, გამანაწილებელი ქსელების ექსპლუატაციის მე-3 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები
თანამდებობრივი მოვალეობები:
საექსპლუატაციო რაიონის/უბნის დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ქსელის საიმედო და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა:
გაცემული განწესის ან განკარგულების საფუძველზე ელ. ქსელში საავარიო, სარემონტო, საექსპლუატაციო და სხვა სახის სამუშაოების შესრულება;
გამანაწილებელი პუნქტების , სატრანსფორმატორო ქვესადგურების, გამანაწილებელი ქსელის ელექტროგადამცემი ხაზების, დანადგარების შემოწმებაში მონაწილეობა;
დანადგარებისა და გადამცემი ხაზების სარემონტო, ავარიული და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;
აღმოჩენილი გაუმართაობების აღმოფხვრა;
გპ-ს და სქ-ს დანადგარების წმენდა;
ძაბვისა და დატვირთვის გაზომვა;
სამუშაო ადგილების მომზადება გპ-ში, სქ-ში და ელექტროგადამცემ ხაზებზე;
ახალი გპ-ს და სქ-ს ჩართვისათვის მომზადება, ელექტრომოწყობილობების მომსახურებისა და რემონტის მე-4 თანრიგის ელექტრომონტიორის ან ოსტატის მეთვალყურეობით;
დანადგარებში ზეთის დამატება;
კონტაქტების მოჭიმვა და წმენდა;
დაზიანებული დამცველების გამოცვლა;
სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციისა და ელ. დანადგართა მოწყობის წესების დაცვით;
იმ სამუშაოების შეჩერება, რომელიც მიმდინარეობს უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევით და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ყველა ელ. დანადგარის გამორთვა ნებისმიერი საფრთხის აცილების მიზნით;
ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებების შესრულება საექსპლუატაციო რაიონის/უბნის შესახებ დებულების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 08/05/2026