• Ge
  • En
  • Ru

დაგეგმვის წამყვანი ინჟინერი

გამოქვეყნდა: 2026-04-23

ვადა: 2026-05-08

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების და რემონტის დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილების დაგეგმვის წამყვანი ინჟინერის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება;
  • ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • რემონტების დაგეგმვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel (хорошо), MS Outlook), TelDok (ან საზოგადოებაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ანალოგიური სისტემა); SAP TORO (ტორო დაკვეთების ფორმირება/ცვლილება/წაშლა, ტორო სეტყობინებების მიბმა/მოშორება, ტორო სტრუქტურის მიხედვით მონაცემთა დამუსავება);

  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისურის ენის ცოდნა);
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  1. ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, მუშაობაში შეფერხებების შესახებ საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში და ფორმით მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი;
  2. ობიექტების ტექნიკური მდგომარეობაზე SAP TORO სისტემაში საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში შეყვანილი სადეფექტო აქტების რანჟირება, პრიორეტიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  3. გამანაწილებელი ქსელის საექსპლუატაციო სამსახურებიდან მოწოდებული ელ. მოწყობილობების გამოცდების, გაზომვების აქტებისა და TORO-ს მოდულში არსებული რანჟირების ანგარიშის საფუძველზე შესაცვლელი ელ. მოწყობილობის განსაზღვრა, შეთანხმება გამანაწილებელი ქსელის სამსახურთან;
  4. სისტემაში არსებული ტექნოლოგიური კარტების, ცალკეული ნორმატიული მონაცემების და სადეფექტო აქტებით განსაზღვრული საჭირო მასალების საფუძველზე, SAP სისტემაში TORO დაკვეთების მომზადება, რესურსების, მასალების და სავარაუდო ვადების მითითებით;
  5. SAP TORO სისტემაში დაკვეთების მოსამზადებლად საჭირო ახალი ნორმატიული მონაცემების, საპასპორტო მონაცემებისა და საჭირო მასალების შეყვანის შესახებ მოთხოვნების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე წარდგენა;
  6. SAP TORO სისტემაში არსებული რემონტების სტრატეგიის მიხედვით ფორმირებული სარემონტო ობიექტების რეესტრის განხილვა, მათზე არსებული ინფორმაციის (სადეფექტო აქტების) მოკვლევა, შედარება, გაცხრილვა;
  7. რეგლამენტირებული რემონტებისთვის, TORO დაკვეთების მომზადების დროს, შესაბამისი ტექნოლოგიური კარტების გამოყენება, მათში საჭირო მონაცემების (ოპერაციები, მასალები) დაზუსტება წარმოდგენილი სადეფექტო აქტების მიხედვით;
  8. რეგლამენტირებული რემონტების სტრატეგიის მონაცემების განახლების შესახებ მოთხოვნების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე წარდგენა;
  9. ობიექტებზე სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდგომ ობიექტზე მომხდარი ცვლილებების დადგენა და TORO-ს მოდულში არსებული საპასპორტო მონაცემების განახლება;
  10. განყოფილებაში შემოსულ წერილზე, მუშაკის ხელმძღვანელის დავალებით, პასუხის მომზადება წერილობითი ფორმით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს, „რეზიუმეს გაგზავნა“. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 08/05/2026.

შეავსე ფორმა

select or drag & drop cv to upload (max 2)