• Ge
  • En
  • Ru

შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 2026-04-15

ვადა: 2026-04-30

სს „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
  • ელ. უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენისფლობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office;
  • სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა.
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • საწარმოში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე მუდმივი კონტროლი;
  • ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი;
  • ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • ობიექტებისა და ელექტრო მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, შრომის, სამრეწველო, სახანძრო დატექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენა;
  • გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მონიტორინგი და კონტროლი.
  • საზოგადოების ელექტრო ქსელში მომუშავე ბრიგადების შემოწმება.
  • სამუშაო პროცესში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, ამწე მექანიზმების, დამცავი საშუალებების, სამუშაო იარაღებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენებაზე კონტროლი.
  • წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევაში მონაწილეობა.
  • მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული; ანაზღაურება 2740 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vakansia@telasi.ge 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

შეავსე ფორმა

აირჩიე ფაილი ან მოკიდე და ჩააგდე