სააქციო საზოგადოება თელასი აცხადებს ვაკანსიას სერვისული მომსახურების ინჟინრის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(Excel, Word, Power Point);
- სახელმწიფო კანონები, სემეკ-ის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის დადგენილებები, ლოკალური ნორმატიული აქტები, ორგანიზაციულ-განკარგულებით დოკუმენტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ განყოფილების საქმიანობის სფეროს;
- საზოგადოების ბრძანებები სემეკთან ურთიერთობისა და ახალი მიერთების პროცესებთან დაკავშირებით;
- შრომის შინაგანაწესი, შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები;
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების და მომხმარებლებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ მაჩვენებლების რეგისტრაცია და სტატისტიკური დამუშავება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება, განკარგულებების მომზადებადა სისტემაში ატვირთვა;
- სემეკის ელექტრონული ჟურნალში ახალი მიერთებების კუთხით ობიექტის მიერთების ვადებზე და რეგისტრაციის ეტაპების შესრულებაზე კონტროლი;
- სემეკ-ის ელექტრონულ ჟურნალში შეცდომების რედაქტირების მოთხოვნა და ცვლილების შეტანა;
- მიმოწერის წარმოება განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით;
- სამსახურის შიგნით და ასევე ახალმომხმარებლებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
- ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებების შესრულება განყოფილების შესახებ დებულების შესაბამისად.
სამუშაო განრიგი: სრული ანაზღაურება 1786 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.