• Ge
  • En
  • Ru

საინვესტიციო პროექტების მართვის სპეცილისტი

გამოქვეყნდა: 2026-03-19

ვადა: 2026-04-02

სააქციო საზოგადოება „თელასი“აცხადებს ვაკანსიას კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საინვესტიციო პროექტების მართვის სპეცილისტის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკურს, ეკონომიკურს);
  • მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;

  • რუსული-საშუალოდ ფლობის დონე;

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა- MS Office;

  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  1. საინვესტიციო მასალებსა და მომსახურებაზე საპ პროგრამაში შესყიდვაზე მოთხოვნის მომზადება.არაგეგმიური შესყიდვის დროს შესყიდვის კურირება, რომელიც ინიცირებულია შესყიდველის მიერ (ელეტროტექნიკურ ნაწილში);

  2. მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება (კაპიტალური რემონტის, ახალი მშენებლობის ტექნიკური რექკონსტრუქციის და გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში);

  3. კონტრაგენტებთან და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მოლაპარაკების წარმოება , შესაძლო პრობლემების (უწესრიგობების) აღმოფხვრის მიზნით პროექტის განხორციელების პროცესში;
  4. საინვესტიციო პროექტების მოთხოვნების შეუსრულებლობისას, მერიიდან მიღებული ადმინისტრაციული ჯარიმების შესწავლა და გადაგზავნა საზოგადოების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემდგომი რექგირებისათვის;
  5. პროექტის შესრულების ფაზის კონტროლი, სამუშაოების მიღება-ჩაბარების კოორდინაცია;
  6. ყველა საინვესტიციო პროექტის რეესტრის წარმოება , რომელიც ასახავს ყველა პროექტს თავისი განმარტებებით (პროექტი, გეგმიური ღირებულება,ფაქტიური ღირებულება, გამორთვის მიზეზი, ფიზიკური მოცულობა).

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 2 აპრილის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

შეავსე ფორმა

აირჩიე ფაილი ან მოკიდე და ჩააგდე