
გამოქვეყნდა: 2026-03-05
ვადა: 2026-03-18
სააქციო საზოგადოება „თელასი“აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული განვითარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს, კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, მომხმარებელთა სერვისული მომსახურების ინჟინრის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები:
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point);
დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
სახელმწიფო კანონები, სემეკ-ის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის დადგენილებები, ლოკალური ნორმატიული აქტები, ორგანიზაციულ-განკარგულებითი დოკუმენტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ განყოფილების საქმიანობის სფეროს;
საზოგადოების ბრძანებები სემეკთან ურთიერთობისა და ახალი მიერთების პროცესებთან დაკავშირებით;
შრომის შინაგანაწესი, შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები;
თანამდებობრივი მოვალეობები:
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების და მომხმარებლებისთვისტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ მაჩვენებლების რეგისტრაცია და სტატისტიკური დამუშავება;
საზოგადოების ელ. ქსელში ახალი 0,4კვტ სიმძლავრეების ჩართვაზე ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება, განკარგულებების მომზადება და ტელდოკის სისტემაში ატვირთვა;
სემეკის ელექტრონული ჟურნალში ახალი მიერთებების კუთხით ობიექტის მიერთების ვადებზე და რეგისტრაციის ეტაპების შესრულებაზე კონტროლი;
სემეკ-ის ელექტრონულ ჟურნალში მექანიკური/ტექნიკური ხასიათის შეცდომებზე რედაქტირების მოთხოვნა და ცვლილების შეტანა;
მიმოწერის წარმოება „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან დაკავშირების ბიზნეს პროცესის დებულებით“ განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით;
სამსახურის შიგნით და ასევე ახალ მომხმარებლებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებების შესრულება განყოფილების შესახებ დებულების შესაბამისად.
ენების ცოდნა:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge 2026 წლის 18 მარტის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.