სს „თელასი“აცხადებს ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების სპეციალისტის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, კომუნიკაბელურობა;
- არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
- მსგავსი სპეციალობით 1-3 წლის სამუშაო გამოცდილება;
- ენების ცოდნა: რუსული დამაკმაყოფილებლად, ქართული თავისუფლად;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
- MS Office (Word, Excel,)
- MS Outlook;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- კომერციული ციკლის ეტაპობრივ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, დაგეგმვიდან შედეგების შეჯამებამდე;
- ბ/ც-ებში გათიშვა/აღდგენის პროგრამის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, ბილინგის სისტემაში ციკლური პროცესების სწორი და დროული ასახვა დაკვირვების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შეტანა;
- გათიშვა-აღდგენის საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და სათანადო პასუხების და გადაწყეტილებების მომზადება;
- კომერციული პროცესების მონიტორინგის პროგრამების გამართულად მუშაობის პროცესების უზრუნველყოფა;
- საჭიროების მიხედვით შემკვეთი- ქვედანაყოფების კრიტერიუმების მიხედვით აბონენტების სიების მომზადება და მიწოდება საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
- კომერციული ციკლის მონიტორინგის პროგრამების მონაცემებზე დაყრდნობით, (ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ა.შ.) ანგარიშების მომზადება;
- კომერციული ციკლის შესაბამისი პროცესების და ოპერაციების ყოველდღიური ანალიზი;
- შესრულებულ სამუშაოთა შედეგების ანალიზისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომერციული ციკლის ფარგლებში ბიზნეს-პროცესების არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა, წინადადებების მომზადება მათ აღმოსაფხვრელად და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის;
- გათიშვა/აღდგენისა და კომერციული ციკლის სხვა პროცესების პროგრამების ოპტიმიზაციისა და გამართული მუშაობისათვის საჭირო ყველა სამუშაოს შესრულება.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 18 მარტის ჩათვლით. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.