• Ge
  • En
  • Ru

აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინერი

გამოქვეყნდა: 2026-02-26

ვადა: 2026-03-13

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინერის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური (პროფესიული) განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • სს „თელასის“ ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის კონტროლის და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ენერგოობიექტის ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) საინფორმაციო-მზომი კომპლექსის (სმკ) და საინფორმაციო-გამოთვლითი კომპლექსის (სგკ) დონეზე;
  • გაზომვის ახალი წერტილების ასახვა ეაის პროგრამაში, გაზომვის წერტილების შესახებ მონაცემების კორექტირება: აღრიცხვის მოწყობილობების, დენის ტრანსფორმატორების და ძაბვის ტრანსფორმატორების ტრანსფორმირების კოეფიციენტების, მიერთებების დასახელებების საქარხნო ნომრები და ტიპები, სააღრიცხვო და საბალანსო ჯგუფების კუთვნილება და სხვა;
  • მრავალფუქნციური მრიცხველების და საკომუნიკაციო მოწყობილობების შემოწმების სამუშაოები როგორც ლაბორატორიის სტენდზე, ასევე დამონტაჟების ადგილას და გაუმართაობის მიზეზების აღმოფხვრა;
  • აღრიცხვის მოწყობილობებში არსებული გაუმართაობის და შეფერხების მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა;
  • აღრიცხვის მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების კონფიგურირება მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად;
  • ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალურ სისტემასთან დაკავშირებული საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმირება.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.

შეავსე ფორმა

აირჩიე ფაილი ან მოკიდე და ჩააგდე