• Ge
  • En
  • Ru

მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 2026-02-26

ვადა: 2026-03-13

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სპეციალური პროფესიული განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება (წერილობითი შეტყობინების მომზადება და აბონენტებისათვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნა);
  • ლაბორატორიული ანალიზების, შემოწმების, გაზომვისა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება;
  • ექსპერომენტების ჩატარებისას ამზადებს აღჭურვილობას (აპარატურას, დანადგარებს), ახორციელებს მათ შემოწმებასა და რეგულირებას ტექნიკური დოკუმენტაციისა და შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით;
  • მონაწილეობს ექსპერიმენტების ჩატარებაში, ახორციელებს აუცილებელ და დამხმარე ოპერაციებს, ახორციელებს დაკვირვებას, იღებს დანადგარების ჩვენებას და აწარმოებს სამუშაო ჟურნალებს;
  • მრიცხველის დაკალიბრება(ელ. მრიცხველის სიზუსტის კლასში მოქცევა);
  • ქსელში გამოუსადეგარი მრიცხველების ჩამოწერისთვის შესაბამისი სამუშაოების შესრულება;
  • აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე:vakansia@telasi.ge 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.

შეავსე ფორმა

აირჩიე ფაილი ან მოკიდე და ჩააგდე