სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის აღრიცხვის კვანძების მომსახურების ჯგუფის მე-5 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
- ელექტროტექნიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- უსაფრთხოების წესების დაცვის III საკვალიფიკაციო ჯგუფის მოწმობა;
- აღრიცხვის ხელსაწყოებისა და სისტემების მუშაობის პრინციპები, მონტაჟის წესები და ჩართვის სქემები;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- მიღებული განწესების/ დავალებების საფუძველზე 0.4 კვ. ელექტრულ ქსელში აღრიცხვის კვანძების მონტაჟის, დემონტაჟის და პირველადი დაბრჯენვის სამუშაოების შესრულება;
- მონაცემთა ბაზის ოპერატორისათვის, ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის ბაზაში შეტანისათვის განწესების მიხედვით შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის დროული მოწოდება;
- სამუშაოს შესრულება შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით.
ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.