• Ge
  • En
  • Ru

სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 2026-02-09

ვადა: 2026-02-27

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
  • ელ.უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ფლობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office;
  • სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • საწარმოში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე მუდმივი კონტროლი;
  • ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი;
  • ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • ობიექტებისა და ელექტრო მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, შრომის, სამრეწველო, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენა;
  • გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მონიტორინგი და კონტროლი;
  • საზოგადოების ელექტროქსელში მომუშავე ბრიგადების შემოწმება;
  • სამუშაო პროცესში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, ამწე მექანიზმების, დამცავი საშუალებების, სამუშაო იარაღებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენებაზე კონტროლი;
  • წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევაში მონაწილეობა;
  • მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

შეავსე ფორმა

აირჩიე ფაილი ან მოკიდე და ჩააგდე