• Ge
  • En
  • Ru

გათიშვების აუდიტის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 2025-12-04

ვადა: 2025-12-18

სს „თელასი“აცხადებს ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების გათიშვების აუდიტის სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, კომუნიკაბელურობა;
  • ქართული თავისუფლად, რუსული საშუალოდ;
  • არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
  • ქ. თბილისის უბნებისა და მისამართების ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
    • MS Office (Word, Excel, Powerpoint)
    • MS Outlook
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • სამუშაო სიების მიხედვით აბონენტების რეგულარული შემოწმება (გათიშვა, ჩართვა, ჩვენებების აღება, არ გათიშვის სტატუსები, კარადების ტექნიკური მდგომარეობა და ა.შ.);

  • შესასრულებელი დავალების მარშრუტის დადგენა და ოპერატიული შესრულება;

  • სამუშაო დავალებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო დარღვევის აღმოჩენა და შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება სამუშაო სიებში შენიშვნის სახით;

  • შესრულებული სამუშაო დავალების ჩაბარება გათიშვების აუდიტის ტექნიკოსისთვის, პირველადი აუდიტორული შენიშვნებით;

  • პრობლემურ სიტუაციაზე ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება ხელმძღვანელობისათვის;

  • ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებების შესრულება კომერციული ციკლის მონიტორინგის ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

შეავსე ფორმა

აირჩიე ფაილი ან მოკიდე და ჩააგდე