• Ge
  • En
  • Ru

ელექტრომრიცხველების ექსპლუატაციის მე-4 თანრიგის ელექტრომონტიორი

გამოქვეყნდა: 2025-07-08

ვადა: 2025-07-23

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს   ვაკანსიას კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობათა კონტროლის და მომსახურების ჯგუფის ელექტრომრიცხველების ექსპლუატაციის მე-4 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე

 

    ძირითადი  მოთხოვნები:

  • საშუალო სპეციალიზირებული ელექტროტექნიკური განათლება;
  • ელექტრო უსაფრთხოების არანაკლებ მე-3 ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: Microsoft Windows - MS Office; (Word, Excel,) MS Outlook;
  • საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

          თანამდებობრივი მოვალეობები:

  1. აღრიცხვის მოწყობილობების და კვანძების გამართული მდგომარეობისა და მუშაობის უზრუნველყოფა;
  2. აღრიცხვის კვანძების, ძალოვანი კაბელების, გამანაწილებელი კარადებისა და მრიცხველთა კარადების მომსახურება;
  3. გაუმართავი ცალფაზა ელექტრომრიცხველების შეცვლა;
  4. საზოგადოების ქსელში და აღრიცხვის კვანძებში არსებული გაუმართაობის აღრიცხვა და კონტროლი;
  5. ელექტროენერგიის სააღრიცხვო მოწყობილობების ჩვენებების სისტემატიური კონტროლი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

შეავსე ფორმა

აირჩიე ფაილი ან მოკიდე და ჩააგდე