published: 2025-06-27
deadline: 2025-07-11
სს „თელასი“აცხადებს გამანაწილებელი ქსელის სამსახურის, მაღალი ძაბვის განყოფილების მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის ჯგუფის ოსტატის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები:
თანამდებობრივი მოვალეობები:
ქვესადგურების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, მათი შესაბამისობის უზრუნველყოგა ტექნიკური მოთხოვნების ნორმებთან და წესებთან;
სექტორის ქვესადგურების მოწყობილობების შენარჩუნება ემწ (ელექტროდანადგარების მოწყობის წესებთან) და ტეწ (ტექნიკური ექსპლუატაციის წესებთან) შესაბამისად;
სამუშაო გეგემების შესრულების უზრუნველყოფა;
სექტორის ქვესადგურების მომსახურე დანადგარებისათვის ტექნიკური დოკუმენტაციისთ უზრუნველყოფა;
სექტორში შემავალ ქვესადგურებში ავარიის დროული ლიკვიდაცია;
დამცავი საშუალებების, ხანძარქრობი ინვენტარის მზადყოფნის კონტროლი;
სააკუმულატორო ბატარეების მდგომარეობის კონტროლი;
პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად ჩატარების უზრუნველყოფა;
სექტორში შემავალი ქვესადგურების შემოვლა-დათვალიერება;
შემოვლა-დათვალიერების შედეგების აღრიცხვა დეფექტების ჟურნალში;
შემოვლა-დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა;
ოპერატიული გადართვების წარმოება ქსელის მორიგე დისპეტჩერთან შეთანხმებით;
მუშაკთა და ბრიგადების განთავსების უზრუნველყოფა;
მუშაკების მიერ ტექნოგიური პროცესების თვალყურისდევნების კონტროლი, დარღვევების ოპერატიულად გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
მონაწილეობის მიღება ახალი ტექნოლოგიური პროცესების და საწარმოო რეჟიმების შემუშავებაში და არსებულის სრულყოფაში;
ბრიგადებისათვის და ცალკეული მუშაკებისათვის და დავაებების მიცემა (რომლებიც არ შედიან ბრიგადების შემადგენლობაში) დამტკიცებული საწარმოო გეგმების და გრაფიკების და მიღებული დავალებების შესაბამისად;
საწარმოო ფართობების, დანადგარების და ორგტექნიკის ა სწორი და ნორმის შესაბამისად გამოყენების უზრუნველყოფა. (აღჭურვილობების და ინსტრუმენტების), სექტორის სწორი (რიტმული) მუშაობის უზრუნველყოფა;
მიმდინარე ინსტრუქტაჟის ჩატარება დაქვემდებარებული პერსონალისათვის;
დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის კოორდინაცია;
შრომისა და საწარმოო დისციპლინის დაცვის კონტროლი დაქვემდებარებულ პერსონალზე;
პერიოდულად უსაფრთხოების ტექნიკისა ცოდნის შემოწმება, და პეროიდული სამედიცინო შემოწმება დირექტიული დოკუმენტებში დადგენილ ვადებთან შესაბამისობაში;
იმ სამუშაოების შეჩერება რომლებიც მიმდინარეობს უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევით.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.