• Ge
  • En
  • Ru

35-110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის უფროსის ოსტატი

published: 2025-06-27

deadline: 2025-07-11

სს „თელასი“აცხადებს ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის, მაღალი ძაბვის განყოფილების, 35-110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის უფროსის ოსტატის თანამდებობაზე

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • გამანაწილებელ ქსელში მუშაობის არანაკლებ 1-3 წლის გამოცდილება;
  • საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
  • ქართული თავისუფლად, რუსული საშუალოდ;
  • არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი; 
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
    • MS Office (Word, Excel, Powerpoint)
    • MS Outlook
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • მონაწილეობას იღებს ელექტროდანადგარების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის კალენდარული გრაფიკების (გეგმების) შემუშავებაში და ახორციელებს კონტროლს გრაფიკების დროულად შესრულებაზე;
  • აკონტროლებს მაღალი ძაბვის ქსელის დათვალიერების პროცესს, ადგენს ტექნიკურ დოკუმენტაციას;
  • აკონტროლებს შესაკეთებელი დანადგარების ტექნიკური დათვალიერების და დაწუნებას პროცესს, ადგენს აღდგენისათვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოების მოცულობას
  • აფორმებს განწესებს და განკარგულებებს სამუშაოების შესრულებაზე;
  • აკონტროლებს დავალებების დროულ დახარისხიან შესრულებას, ოპერაციების ტექნოლოგიურ თანმიმდევრობას;
  • აკონტროლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და ინვენტარის გამართულობას, მთლიანობას;
  • სამუშაოს დაწყებამდე ატარებს ბრიგადის წევრთათვის მიმდინარე ინსტრუქტაჟს;
  • აკონტროლებს სამუშაო ადგილების მომზადებას და სამუშაოზე ბრიგადის 35-110კვ ეგხ-ზე დაშვებას;
  • იბარებს დასრულებულ სამუშაოებს, ამოწმებს შესრულების ხარისხს, აწარმოებს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
  • ახორციელებს გახარჯული საწარმოო საჭიროებისათვის მატერიალური რესურსების ჩამოწერას;
  • სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევისას აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება 35-110 კვ ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.

 

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

 

apply for a job

select or drag & drop cv to upload