• Ge
  • En
  • Ru

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების 1 კატეგორიის ინჟინერი

published: 2025-06-25

deadline: 2025-07-09

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების 1 კატეგორიის ინჟინერის თანამდებობაზე

 

თანამდებობრივი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ფლობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: - MS Office (Word, Excel, PowerPoint), - MS Outlook;
  • პროგრამა GIS;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • ახალიობიექტების ელექტრომომარაგების და საზოგადოების ქსელის (რეკონსტრუქციის) პროექტირება, ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით;
  • პროექტების განხილვა შეთანხმებული დროის ფარგლებში, უსაფრთხოებისნორმების და წესების გათვალისწინებით;
  • მაქსიმალურად სრული და სარწმუნო ინფორმაციის მოძიება საპროექტო შენობა- ნაგებობების და საკადასტრო ნაკვეთების შესახებ, შესაბამისი სამსახურების გამოყენებით;
  • პროექტების შემოწმება და გადატანა „გის’-ში,ზედ ხაზოვანი ნაგებობების დაფიქსირება , მანძილების გაზომვა და დადგენა რუკების მიხედვით ასევე ადგილზე გასვლით, ემპირიული ფორმულებით მიღებული შედეგების გათვალისწინებით (ძირითადად საჰაერო ხაზებზე) ყველა ძაბვის ქსელის მომხმარებლებისათვის;
  • საზოგადოების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და აბონენტების განცხადებებიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უსაფრთხოების ნორმებისა და წესების გათვალისწინებითალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პროექტის კორექტირებისათვის საჭირო ოპტიმალური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემები არ ემთხვევა ახალ მისაერთებელ ობიექტებზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას;
  • შესრულებული პროექტების შემდეგი დოკუმენტაციის მომზადება: ხაზობრივი ნაგებობების და საპროექტო შენობა-ნაგებობების ნახაზები, განმარტებითი ბარათი და ფოტო მასალები.(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების სამსახურებრივი დებულების შესაბამისად.

 

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 9 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

apply for a job

select or drag & drop cv to upload