• Ge
  • En
  • Ru

ქსელის კონტროლის და ანალიზის ჯგუფის სპეციალისტ-ანალიტიკოსი

published: 2025-06-18

deadline: 2025-07-02

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური საქმიანობის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური სამსახურის საწარმოო სისტემის მართვისა და ტექნიკური ანალიტიკის წარმოების განყოფილების ქსელის კონტროლის და ანალიზის ჯგუფის სპეციალისტ-ანალიტიკოსის თანამდებობაზე

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება; 
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint);
  • რუსული ენა -საშუალოდ ცოდნა;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და დაგეგმვა, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • გამანაწილებელ ქსელში კაპიტალური რემონტების, საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და ხელახლა მიღებული ძირითადი და რემონტიდან გამოყვანილი საშუალებების ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ განკარგულებების მომზადება; 
  • ქსელიდან ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტების კორექტულობის შემოწმება და შესაბამისი განკარგულებების მომზადება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წიგნებად შეკერვა მომზადებული განკარგულებების შესაბამისად;
  • ხაზობრივ ნაგებობებზე ცვლილებების შემთხვევაში რეესტრის მომზადება და საკუთრების ურთიერთობების რეგულირების სამსახურში წარდგენა ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის კორექტირების მიზნით;
  • ახალი ხაზობრივი ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, რეესტრის მომზადება და საკუთრების ურთიერთობების რეგულირების სამსახურში წარდგენა ხაზობრივი ნაგებობის შემდგომი რეგისტრაციის მიზნით;
  • კაპიტალური რემონტების და საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ ქსელში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

 

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 2 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

apply for a job

select or drag & drop cv to upload