ქსელზე დროებითი სტანდარტული მიერთება და არასტანდარტული მიერთება
სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს სისტემის ოპერატორს და წინასწარ იხდის სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებულ საფასურს.
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი განახორციელოთ სს „თელასის“ სტანდარტულ მიერთებაზე ქსელის მოწყობა, აღრიცხვის კვანძის მონტაჟი, აბონირება, ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ქსელზე დროებითი სტანდარტული მიერთება და არასტანდარტული მიერთებას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „სტანდარტულ მიერთებაზე ქსელის მოწყობა, აღრიცხვის კვანძის მონტაჟი, აბონირება“ სადაც ნახავთ ამ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.
სტანდარტული დროებითი მიერთება რეგულირდება სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების 24-ე მუხლით. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების (დანადგარების საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებისთვის, ასევე, მოძრავი ობიექტის ფუნქციონირებისთვის)“.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, 220 ვ ძაბვის 10 კვტ-ის ჩათვლით, და 380 ვ ძაბვის 30 კვტ-ის ჩათვლით, სიმძლავრით დროებით მიერთებებზე, არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 100 მეტრის რადიუსში; ამასთან, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ასევე განსაზღვროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც.
სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს.
სტანდარტული მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს ქსელზე დროებითი მიერთების სტანდარტული განაცხადით, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი პაკეტის მიერთების საფასურის დამადასტურებელი საგადახდო დავალება ან ქვითარი. სისტემის ოპერატორი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ.
მარტივი მიერთება გულისხმობს ისეთ ტიპის მიერთებას, როდესაც ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლისთვის, არ არის საჭირო არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერება (არსებული სადენის კვეთის გაზრდა), ახალი ქსელის მშენებლობა (დამატებითი საყრდენ(ებ)ის მონტაჟი) ან/და რაიმე სახის ნებართვის მიღება და შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძისა შესაბამისი სადენის მოწყობით;
რთული მიერთება გულისხმობს სხვა ყველა ისეთი ტიპის მიერთებას, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი ტიპის კატეგორიას
განაცხადზე აუცილებელია თანდართული იყოს:
განაცხადზე სასურველია თანდართული იყოს:
დანართი:
უმრიცხველო (მოკლევადიანი) მიერთება
მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიასთან ურთიერთშეთანხმებით, დროებით წინასწარ განსაზღვრული საჭიროებისთვის (ელ.შედუღება, მოხვეწა და ა.შ.) ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე მოიხმაროს ელექტროენერგია, წერს დროებითი (მოკლევადიანი) მიერთების შესახებ განაცხადს. ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე ქსელზე დროებითი მიერთება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
220 ვ ძაბვაზე (ე.წ. „ფაზა-ნოლი“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, 380 ვ ძაბვაზე (ე.წ. „3 ფაზა“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 30 კვტ-ს, განაცხადში მითითებული უნდა იყოს მიერთების ადგილი, აბონენტის ნომერი (თუ ის უკვე დაფიქსირებულია აბონენტად) აბონენტის ზუსტი დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ფაქტიური და იურიდიული მისამართი, გამოსაყენებელი ელექტროდანადგარების ჩამონათვალი მათი მახასიათებლებით (სიმძლავრე, ძაბვა და ა.შ.), სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა, როდესაც დაგეგმილია მოხმარების განხორციელება.
სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს უმრიცხველო (მოკლევადიანი) მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. განმცხადებელმა თავად (თავისი ხარჯებით) უნდა განახორციელოს სამუშაოები და აცნობოს სისტემის ოპერატორს ამის შესახებ, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქსელთან მიერთებას.
საფუძველი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-17 პუნქტი - „მიერთების მსურველი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ დანადგარის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მხარეთა შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს,მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ობიექტზე არსებული დანადგარ(ებ)ის დადგმული სიმძლავრის, მათი დატვირთვის 0.5 კოეფიციენტისა და 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით“.
მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
დანართი: