• Ge
  • En
  • Ru
არასტანდარტული დროებითი მიერთება

არასტანდარტული დროებითი მიერთება

არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი გასცემს ტექნიკურ პირობას, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები და შესასრულებელი სამუშაოები.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი განახორციელოთ სს „თელასის“ არასტანდარტულ მიერთებაზე ქსელის მოწყობა, აღრიცხვის კვანძის მონტაჟი, აბონირება, ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ქსელზე დროებითი სტანდარტული მიერთება და არასტანდარტული მიერთებას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „არასტანდარტულ მიერთებაზე ქსელის მოწყობა, აღრიცხვის კვანძის მონტაჟი, აბონირება“ სადაც ნახავთ ამ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.

არასტანდარტული დროებითი მიერთება რეგულირდება სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების 24-ე მუხლით, ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებისთვის“.

მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი:

  1. CE308 S34.746.OG.QYUVLFZ GS01 - 5(100) A, 3x230/400V, 50Hz, სამფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.
  2. CE208 S7.846.2.OG.QYUVFLZ GS01 - 5(100) A, 3x230V, 50Hz, ერთფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.

მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 15 აპრილის N16/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა:

უმრიცხველო (მოკლევადიანი) მიერთების განაცხადის ფორმა