• Ge
  • En
  • Ru
ტექნიკური პირობის გაცემა

ტექნიკური პირობის გაცემა

ტექნიკური პირობის გაცემა ხორციელდება იმ განაცხადებზე/განცხადებებზე რომელთა გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე მოთხოვნა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, რომელზეც არ ვრცელდება სემეკის მიერ დადგენილი ობიექტის ქსელთან მიერთების საფასური.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი განახორციელოდ არარეგულირებად მიერთებაზე ტექნიკური პირობის მიღება ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ტექნიკური პირობის გაცემას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „არარეგულირებადი მიერთება“, სადაც ნახავთ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.

არარეგულირებად მიერთებაზე ტექნიკური პირობის გაცემას არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების მე-18 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით.