• Ge
  • En
  • Ru
ახალი ორი ან ორზე მეტი მომხმარებელი

ახალი ორი ან ორზე მეტი მომხმარებელი

ორი ან ორზე მეტი მომხმარებელები, რომლებიც ფლობენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, უფლება აქვთ მოითხოვონ მათ მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთება.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან თქვენს მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის მიერთება, ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „ერთი ახალი მომხმარებელი“, სადაც ნახავთ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.

ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების პროცედურებს არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების 21-ე და 22-ე მუხლები. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „გამანაწილებელ ქსელთან ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ“.

ახალი ორი ან ორზე მეტი მომხმარებელი 1.2 ქვეპუნქტი იანგარიშება ანალოგიურად 1.1-სა და მიღებულ საფასურს ემატება თითოეული მომხმარებლისთვის დანართი 4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური (სვეტი #5).

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი:

  1. CE308 S34.746.OG.QYUVLFZ GS01 - 5(100) A, 3x230/400V, 50Hz, სამფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.
  2. CE208 S7.846.2.OG.QYUVFLZ GS01 - 5(100) A, 3x230V, 50Hz, ერთფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.

მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 15 აპრილის N16/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა:


გამანაწილებელ ქსელთან ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადის ფორმა