• Ge
  • En
  • Ru
ერთი ახალი მომხმარებელი

ერთი ახალი მომხმარებელი

მომხმარებელი, რომელიც ფლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, მას უფლება აქვს მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთება.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან თქვენს მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის მიერთება, ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „ერთი ახალი მომხმარებელი“, სადაც ნახავთ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.

ერთი ახალი მომხმარებლის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების პროცედურებს არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების 21-ე და 22-ე მუხლები. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „გამანაწილებელ ქსელთან ერთი ახალი ობიექტისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 15 აპრილის N16/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა:


გამანაწილებელ ქსელთან ერთი ახალი ობიექტისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადის ფორმა
საკუთარი ელექტროენერგიის წარმოების საშუალებით სარგებლობის ან ამ საშუალების სიმძლავრის შეცვლის შეტყობინების შესახებ განაცხადის ფორმა