მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებელთა ჯგუფის ცვლილება
იმისათვის რომ, მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებელთა ჯგუფში შევიდეს ცვლილება ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ მიერთების განაცხადის ფორმას: „მიკროსიმძლავრის მფლობელი მომხმარებელთა ჯგუფის ცვლილების შესახებ“, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.
მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებელთა ჯგუფის ცვლილებას არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების 21-ე და 22-ე მუხლები.
მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.