• Ge
  • En
  • Ru
ერთი ახალი მომხმარებელი

ერთი ახალი მომხმარებელი

ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე მომართვა შეუძლია მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელზეც გაცემულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა და ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაშია შესრულებული.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ განახორციელოთ ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ქსელზე შეჭრა და აღრიცხვის კვანძის მოწყობას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „ერთი ახალი მომხმარებელი“ სადაც ნახავთ ამ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.

ერთი ახალი მომხმარებლის ქსელზე შეჭრას და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური მოცემულია სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების დანართებში #3 და #4. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „გამანაწილებელ ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ“.

მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი:

  1. CE308 S34.746.OG.QYUVLFZ GS01 - 5(100) A, 3x230/400V, 50Hz, სამფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.
  2. CE208 S7.846.2.OG.QYUVFLZ GS01 - 5(100) A, 3x230V, 50Hz, ერთფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.

მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 15 აპრილის N16/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა:

გამანაწილებელ ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ განაცხადის ფორმა