ერთი არსებული მომხმარებელი
"ჭკვიანი" მრიცხველის მოწყობაზე მოთხოვნა შეუძლია მომხმარებელს, რომელიც უკვე მიერთებულია გამანაწილებელ ქსელზე და მოიხმარს ელექტროენერგიას.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ განახორციელოთ ერთი არსებული მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება ("ჭკვიანი" მრიცხველის მოწყობის ან დროებითი დაბალი ძაბვის მრიცხველის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანა), ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ქსელზე შეჭრა და აღრიცხვის კვანძის მოწყობას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „ერთი არსებული მომხმარებელი ("ჭკვიანი" მრიცხველი)“ სადაც ნახავთ ამ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.
"ჭკვიანი" მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური მოცემულია სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების დანართში #3. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების შესახებ“ ("ჭკვიანი" მრიცხველის მოწყობის ან დროებითი დაბალი ძაბვის მრიცხველის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანის შესახებ).
მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.