ერთი ასებული მომხმარებელი
მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით. აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევ გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის მოთხოვნას).
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი გაზარდოთ სს „თელასის“ ქსელში არსებულ ობიექტზე სიმძლავრე, ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „ქსელში არსებული ობიექტის სიმძლავრის გაზრდას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „ერთი არსებული მომხმარებელი“, სადაც ნახავთ ახალი ობიექტის სიმძლავრის გაზრდის საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.
არსებული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის პროცედურებს არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების მე-20 მუხლი. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“.