• Ge
  • En
  • Ru
აბონენტთა მომსახურება

აბონენტთა მომსახურება

სს "თელასის" მხრიდან აბონენტების მომსახურება რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №20 დადგენილებით.

სს "თელასი" ვალდებულია მოხმარებელს მომსახურება გაუწიოს აღნიშნული წესებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა წერილობითი ფორმით მიმართოს კომპანიას ნებისმიერი ბიზნეს-ცენტრის საშუალებით, ხოლო თუ მიმართვა მოიცავს 2021 წლის 28 ივნისის №20 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, იგი დაუყოვნებლივ ტარდება ელექტრონულ ჟურნალში.

თავის მხრივ მომხმარებლები, რომლებიც მოითხოვენ სს "თელასისგან" რაიმე სახის მომსახურების გაწევას ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ სს "თელასის" წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინონ მათ სათანადო დახმარება.

2021 წლის 28 ივნისის №20 დადგენილებით გათვალისწინებული საერთო სტანდარტების მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიანტის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება №38/1
დანართი #1 - ელექტროენერგიის განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
დანართი #2 - განაცხადი განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნის შესახებ
დანართი #3 - განაცხადი არასტანდარტული პირობებით განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის შესახებ
დანართი #4 - განაწილების მომსახურების ხელშეკრულება (სტანდარტული ფორმა)
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბერის დადგენილება №80 "ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ



ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს - სს "თელასსა" და მომხმარებლებს შორის, ელექროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება

დანართი #1 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №19 28.06.2021წ.;
დანართი #2 - ელექროენერგიის ნასყიდობის ხელშკრულების სტანდარტული პირობები;
დანართი #3 - დამატებითი პირობები ელექტროენერგიის მყიდველისთვის, რომლის ქსელის მეშვეობითაც ხორციელდება გამყიდველის მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგება;
დანართი #4 - დამატებითი პირობები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის დარღვევისა და მაქსიმალური სიმძლავრის გადაჭარბებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ;
დანართი #5 - დამატებითი პირობები მყიდველის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება №36/5
დანართი - დღეღამური (საათობრივი) დატვირთვის გრაფიკების შექმნისა და პროფილების საშუალებით საათობრივი ხარჯის გამოთვლის მეთოდოლოგია