• Ge
  • En
  • Ru
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების ხელშეკრულებების პირობები

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების ხელშეკრულებების პირობები

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება შეიძლება განხორციელდეს მიერთების შეთავაზების შემდეგი სტანდარტული ვარიანტებით:

ა) სისტემის ოპერატორის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა;

ბ) სისტემის ოპერატორის ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრა.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი განახორციელოთ სს „თელასის“ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა, აბონირება, ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „აღრიცხვის კვანძის მოწყობა, აბონირება“, სადაც ნახავთ ამ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებაზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა, აბონირება რეგულირდება სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების XVI1 თავით. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ“.

სემეკის 2023 წლის 2 მარტის №10/2 გადაწყვეტილებით დამტკიცდა:

გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადის ფორმა
ინფორმაცია განამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საყურადღებოდ
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების ხელშეკრულების პირობები (სისტემის ოპერატორის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში)
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების ხელშეკრულების პირობები (სისტემის ოპერატორის ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში)