ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველმა განსაზღვრული განაცხადით უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს, ხოლო სისტემის ოპერატორმა, განაცხადის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და გასცეს გამანაწილებელ ქსელთა მიერთების შეთავაზება.
გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხორციელდება ორ ეტაპად: 1) მიერთების მსურველის მხრიდან განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით სისტემის ოპერატორისათვის და 2) სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პირობის მომზადება, შეთანხმებასა და გაცემას და შესაბამისობის ტესტირების წარმატებით დასრულებას.
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი განახორციელოთ სს „თელასის“ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებაზე ტექნიკური პირობის მიღება, ამისათვის სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია სს „თელასის“ ვებგვერდზე http://my.telasi.ge/. დააწკაპუნებთ ფანჯარაზე „მომსახურება“, რომლის ჩამოსაშლელ ველში აირჩევთ „გახდი აბონენტი“, ხოლო ამ უკანასკნელის გახსნის შემდეგ აირჩევთ „მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებას“, ხოლო შემდეგ აირჩევთ ველს „ტექნიკური პირობის გაცემა“, სადაც ნახავთ ამ მომსახურების საფასურს, მიერთების ვადებს და სემეკ-ის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, რომლის ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სრულყოფილად შევსებულ განაცხადს გთხოვთ, დაურთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და მიერთების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამის შემდეგ მოგეცემათ აღნიშნული განაცხადის სს „თელასში“ გადმოგზავნის საშუალება და მოხდება თქვენი განაცხადის წარმოებაში მიღება.
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებაზე ტექნიკური პირობის გაცემა რეგულირდება სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების XVI1 თავით. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ“.