ახალი ორი ან მეტი მომხმარებელი
ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება გულისხმობს შემთხვევას, როდესაც საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) მიერთებას.
იმისათვის, რომ გახდეთ სს „თელასის“ აბონენტი, აუცილებელია შეავსოთ თქვენთვის საჭირო განაცხადის ფორმა და დაურთოთ სავალდებულო დოკუმენტები. ამისათვის კი კომპანია გთავაზობთ რეგისტრაციის ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან აირჩიოთ თქვენთვის მისაღები და კომფორტული ვარიანტი:
სრულყოფილი მომსახურების მიღებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ახალი ორი ან ორზე მეტი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებს არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების მე-17 და მე-18 მუხლები. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „გამანაწილებელ ქსელთან ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“.
ახალი ორი ან ორზე მეტი მომხმარებელი 1.2 ქვეპუნქტი იანგარიშება ანალოგიურად 1.1-სა და მიღებულ საფასურს ემატება თითოეული მომხმარებლისთვის დანართი 4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური (სვეტი #5).
მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.