ავტონომიური დამტენი პუნქტი
ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგური (შემდგომში როგორც: დამტენი სადგური) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლის სარგებლობაც არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
იმისათვის, რომ გახდეთ სს „თელასის“ აბონენტი, აუცილებელია შეავსოთ თქვენთვის საჭირო განაცხადის ფორმა და დაურთოთ სავალდებულო დოკუმენტები. ამისათვის კი კომპანია გთავაზობთ რეგისტრაციის ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან აირჩიოთ თქვენთვის მისაღები და კომფორტული ვარიანტი:
სრულყოფილი მომსახურების მიღებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურებს არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების 23-ე მუხლი. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შესახებ“.
მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.