• Ge
  • En
  • Ru
გამოყოფილი ფართის მომხმარებელი

გამოყოფილი ფართის მომხმარებელი

უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება გულისხმობს შემთხვევას, როდესაც გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობათა ერთიან კომპლექსში, უძრავი ქონების (აბონენტის) გამოყოფის შედეგად ადგილი აქვს ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნას, ამ ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება შესაძლებელი ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე.

იმისათვის, რომ გახდეთ სს „თელასის“ აბონენტი, აუცილებელია შეავსოთ თქვენთვის საჭირო განაცხადის ფორმა და დაურთოთ სავალდებულო დოკუმენტები. ამისათვის კი კომპანია გთავაზობთ რეგისტრაციის ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან აირჩიოთ თქვენთვის მისაღები და კომფორტული ვარიანტი:

  1. სს „თელასის“ ვებ-გვერდზე http://my.telasi.ge/ გაიარეთ რეგისტრაცია და მიყევით მოცემულ ინსტრუქციას;
  2. სს „თელასის“ ნებისმიერ ბიზნეს-ცენტრში ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო განაცხადის შევსებაში;
  3. სს „თელასის“ ვებ-გვერდიდან telasi.ge ჩამოტვირთეთ თქვენთვის საჭირო განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი გააგზავნეთ კომპანიაში სს „თელასის“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: telasi@telasi.ge

სრულყოფილი მომსახურების მიღებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. მომსახურების საფასურის არანაკლებ 50%-ისა და არაუმეტეს 100%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
  4. უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
  5. მინდობილი პირის შემთხვევაში მინდობილობის დამადასტურებელი საბუთი;
  6. სხვა დოკუმენტები საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული განაცხადის შესაბამისად.

გამოყოფილი ფართის მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურებს არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების მე-17 მუხლი. ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „აბონენტის გაყოფის შესახებ“.

მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი:

  1. CE308 S34.746.OG.QYUVLFZ GS01 - 5(100) A, 3x230/400V, 50Hz, სამფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.
  2. CE208 S7.846.2.OG.QYUVFLZ GS01 - 5(100) A, 3x230V, 50Hz, ერთფაზა ელექტრონული მრიცხველი, სიზუსტის კლასი 1.

მრიცხველები შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში, სერტიფიკატი №005-16-TR, 23.05.2016 წ. და სერტიფიკატი №009-16-TR, 10.10.2016 წ.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 15 აპრილის N16/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა:

აბონენტის გაყოფის შესახებ განაცხადის ფორმა