• Ge
  • En
  • Ru

სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა

კომპანიის აღმასრულებელი ორგანოები

საზოგადოების წესდების შესაბამისად, ხელმძღვანელ ორგანოს უფლებამოსილებას ასრულებს გენერალური დირექტორი.    

გენერალური დირექტორი ახორციელებს საზოგადოების მიმდინარე საქმიანობის ხელმძღვანელობას, საზოგადოების ყოველდღიურ მართვას და საზოგადოების წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. სამეთვალყურეო საბჭო აფორმებს გენერალურ დირექტორთან სამსახურებრივ ხელშეკრულებას, რომელშიც ინდივიდუალურადაა განსაზღვრული გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ფარგლები, უფლებები და მოვალეობები. გენერალური დირექტორის ფუნქციების გადაცემა სამეთვალყურეო საბჭოსთვის არ შეიძლება.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ( ოქმი N94, 2013 წლის 28 მარტი ) საზოგადოების გენერალურ დირექტორად დანიშნულია კობცევი სერგეი ნიკოლაის ძე.