ეკოლოგიური პოლიტიკა
გარემოს მზარდი დაბინძურება იწვევს ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკისადმი ეკონომიკური ზიანის მოცულობის ზრდას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ისეთი სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართულია გარემოს დაცვისკენ, ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენებისკენ, კომპანიის გარემოს დაცვის მართვისა და კანონმდებლობის გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ეფექტური მეთოდების დანერგვისაკენ. ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემების შემუშავება ISO 14000-ს სერიის საერთშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგენს გარემოს დაბინძურების შემცირების ეფექტურ მეთოდს.
გარემოს დაცვის მართვის ეფექტურობის ამაღლების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს საწარმოებში ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემების (ემს) დანერგვა. სისტემის დანერგვა იძლევა გარემოს ნეგატიური დატვირთვის შემცირებისა და ეკონომიკური ეფექტის მიღების შესაძლებლობას. საწარმოს ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის მუშაობის მიმართ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების და ავარიების რიცხვის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარება. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პერსონალთან მუშაობას. პერსონალის სწავლების შედეგად იზრდება მისი კომპეტენტურობა, რაც ხელს უწყობს ნივთიერებების არასანქცირებული ემისიის რიცხვის, საწარმოო და ტექნოლოგიური დისციპლინის დარღვევის შემთხვევების რაოდენობისა და, შესაბამისად, პერსონალის ბრალეულობით ავარიული სიტუაციების რიცხვის შემცირებას. პერსონალის სწავლება წარმოადგენს ტექნიკური ობიექტების ავარიულობის შემცირების აუცილებელ პირობას.
არასაწარმოო ხარჯების შემცირება - ენერგიისა და რესურსების გაცილებით რაციონალურად და ეფექტურად გამოყენება
ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაცია, მათი გამოყენების ახალი მიმართულებების ორგანიზება;
გარემოს დაბინძურების გამომწვევი ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის შემცირება;
სადაზღვევო ხარჯების შემცირება;
კრედიტებისა და ინვესტიციების (მრავალი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია ადგენს გაცილებით ნაკლებ პროცენტს იმ კომპანიების ფინანსირებისას, რომლებმაც დანერგეს ეკოლოგიური მართვის სისტემები; სადაზღვევო კომპანიები ასევე ადგენენ გაცილებით დაბალ სადაზღვევო ტარიფებს ამგვარი ორგანიზაციებისათვის) მიღების ახალი შესაძლებლობების მოპოვება;
ორგანიზაციის მენეჯმენტის საერთო სისტემის ეფექტურობის ამაღლება;
პერსონალის ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის ჩამოყალიბება და მოტივაციის სისტემის შემუშავება, საწარმოო და ტექნოლოგიური დისციპლინის ამაღლება;
ბაზარზე პოზიციების გამყარება.
სს „თელასის“ სოციალური პასუხისმგებლობის დემონსტრირების ერთერთ გზას წარმოადგენს ISO14001 სტანდარტის („ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემა. მოთხოვნები და სახელმძღვანელო გამოყენების შესახებ“) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის დანერგვა. ISO14001 სტანდარტის თანახმად, საწარმოებმა უნდა გამოაქვეყნონ და გახადონ თავიანთი ეკოლოგიური პოლიტიკა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
კომპანიის მიერ ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის დანერგვა და სისტემის მუშაობის ეფექტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება წარმოადგენს სს „თელასის“ მიერ წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაშვების ერთერთ სერიოზულ პირობას.
ეკოლოგიური მოდერნიზაციისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს ISO14001სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემების დანერგვა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება (სამეთვალყურეო საბჭოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, ოქმი #88) დანერგოს ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემა, და განახორციელა დანერგვის პროცესის დასაწყებად საჭირო ღონისძიებები. ამგვარი დანერგვის შედეგად შესაძლებელი იქნება გარემოს დაბინძურების შემცირება, დამატებითი მოგების მიღება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ამასთანავე, ემს შეიძლება დაინერგოს არა მარტო შესამუშავებელი სისტემის ISO14001სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატის მისაღებად, არამედ გარემოსდაცვითი სამუშაოების განსახორციელებლადაც. ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ეკონომიკურად ეფექტურია სს „თელასისთვის“ და წარმოადგენს კომპანიის მენეჯმენტის სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომლის მეშვეობითაც წარმოებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანის განხორციელება, სისტემის მუშაობის კოორდინაცია სხვა დარგებში მუშაობასთან, მაგალითად, წარმოების მართვასთან, ფინანსებთან, ხარისხთან, შრომის დაცვასთან და ა.შ.